"მილანის" ხელმძღვანელობა ცდილობს, 2022/23 წლების სეზონისთვის სტეფანო პიოლის უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი შეუქმნას.
მოგეხსენებათ, "როსონერიმ" "ლივერპულიდან" დივოკ ორიჯის ტრანსფერი შეათანხმა, ბელგიელი ფეხბურთელი მილანურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, წლიურად კი 4 მილიონ ევროს (+ბონუსები) გამოიმუშავებს.
"Calciomercato-ს" ინფორმაციით, პაოლო მალდინისა და რიკი მასარას კიდევ 1 ცენტრფორვარდის დამატება უნდათ, ორიჯის გარდა.
ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, "მილანი" დარვინ ნუნესის ვარიანტს განიხილავს, რომელიც ერთგვარი "აკრძალული ოცნებაა".
ასევე "შავ-წითლების" რადარზე "აიაქსის" მოთამაშე სებასტიენ ჰალერი იმყოფება.
შევჩენკოს მერე მსგავსი არავინ არ გვყოლია. ნუნესი , ჟესუსი , დევიდი... ესენი კაი ვარიანტებია