"Calciomercato-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შვედი ცენტრფორვარდი "როსონერის" რიგებს კიდევ 1 სეზონის განმავლობაში დაიცავს.
როგორც მოგეხსენებათ, პრესაში მის საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით იწერებოდა.
ახლა გასარკვევია, დასჭირდება თუ არა ზლატანს ოპერაცია მუხლზე.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩის მონაგარი შავ-წითელი მაისურით 27 დაპირისპირებაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.