როდის დაუბრუნდება ზლატანი “მილანს?” – ექიმის დასკვნა

როდის დაუბრუნდება ზლატანი “მილანს?” – ექიმის დასკვნა

მოგეხსენებათ, "მილანის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუშინ საფრანგეთის ქალაქ ლიონში მარცხენა მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა.

როგორც სპორტული ექიმი ლორის პერტიკარინი აცხადებს, შვედი ცენტრფორვარდი "როსონერის" 7-8 თვეში დაუბრუნდება.

მეორე მხრივ, ექიმმა ისიც დასძინა, რომ იბრაკადაბრას მოედანზე მანამდე ხილვა საკმაოდ რთული იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ცნობისათვის, გასულ სეზონში ზლატანმა შავ-წითელი მაისურით 27 დაპირისპირებაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა მიითვალა.

1 თვის წინ
458 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები