კლოპი სტამბულის ფინალზე - "კარლო, ჩვენ მოვდივართ"

კლოპი სტამბულის ფინალზე - "კარლო, ჩვენ მოვდივართ"

იურგენ კლოპმა 2004-2005 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" გამარჯვებასა და კარლო ანჩელოტისთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"არ მახსოვს ვნახე თუ არა ეს მატჩი თავიდან ბოლომდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ქამბექი იყო.

"ლივერპულში" მოსვლის პირველივე დღიდან ყველა ამაზე მესაუბრება, კითხვის დასმა არც არის საჭირო, სტამბოლის ფინალზე ისტორიების მოყოლას ავტომატურად იწყებენ.

დიდებული სცენარი იყო! წააგე 0:3 პირველი ნახევარი, შემდეგ ანგარიში 3:3 გახადე და გაიმარჯვე პენალტების სერიაში. დუდეკმა გუნდი რამდენიმე მომენტში გადაარჩინა, რომლებიც ძალიან ძლიერ "მილანს" ჰქონდა.

ვინ წრთვნიდა მაშინ "მილანს"? ანჩელოტი. ჰაჰა, ვიცი! კარლო, ჩვენ მოვდივართ!"

4 კვირის წინ
381 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები