"ამხელა ტანჯვა არასდროს განმიცდია," - ზლატან იბრაჰიმოვიჩი განვლილ 6 თვეზე

"ამხელა ტანჯვა არასდროს განმიცდია," - ზლატან იბრაჰიმოვიჩი განვლილ 6 თვეზე

რამდენიმე დღის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. შვედი ფეხბურთს 7-8 თვით გამოაკლდა. "მილანის" შემტევმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და გასულ თვეებში განვლილ გზაზე ისაუბრა.

როგორც თავად იბრაჰიმოვიჩი ამბობს, იგი მძიმე ტკივილებს განიცდიდა, მაგრამ მას პირობა ჰქონდა დადებული, რომ "გუნდის" ჩემპიონობისათვის ბოლომდე იბრძოლებდა:

"ბოლო 6 თვე წინა ჯვარედინი მყესების გარეშე ვითამაშე. მუხლი 6 თვეა  შეშუპებული მაქვს. ბოლო 6 თვის განმავლობაში გუნდთან ერთად მხოლოდ 10-ჯერ ვივარჯიშე. ექვს თვეში 20-ზე მეტი ინექცია გავიკეთე.

გამაყუჩებლებლებს ყოველდღე ვიღებდი. ტკივილის გამო 6 თვე გაჭირვებით ვიძინებდი.

ამხელა ტანჯვა არასდროს განმიცდია, არც მოედანზე და არც მის გარეთ. შეუძლებელი შესაძლებელი გავხადე.  მხოლოდ ერთ მიზანზე ვფიქრობდი, რომ ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი იტალიის ჩემპიონები უნდა გამხდარიყვნენ, მე მათ პირობა მივეცი. დღეს მაქვს ახალი ჯვარედინი მყესები და კიდევ ერთი ტიტულს ვფლობ."

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2021/22 წლების სეზონში 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა. შვედ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ მისი მომავალი უცნობია.

4 კვირის წინ
316 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები