კიაერი: "იმედია ეს ჩემი უკანასკნელი ტიტული არ იქნება"

კიაერი: "იმედია ეს ჩემი უკანასკნელი ტიტული არ იქნება"
სიმონ კიაერმა მედიის წარმომადენლებთან მოპოვებულ სკუდეტოსა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაურბა:
 
"უკანასკნელი ოთხი კვირის განმავლობაში ჩემი პროგრამა პირდაპირ იყო დაკავშირებული გასვლითი მატჩების თარიღებზე, ანუ სათამაშოდ მზად ვიყავი. რა თქმა უნდა, ექიმები იმავეს არ ფიქრობდნენ, მაგრამ თუ საჭირო გახდებოდა, შემეძლო ტრავმირებულსაც მეთამაშა.
 
როგორც წესი, არასდროს უნდა იფიქრო თანაგუნდელის ტრავმაზე და იმედი მქონდა არავინ დაზიანდებოდა ან დისკვალიფიკაციას მიიღებდა, მაგრამ მწვრთნელს ვთხოვე, რომ თუ დაცვის ცენტრის რომელიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდებოდა , მზად ვიყავი "სასუოლოსთან" მეთამაშა ან მინიმუმ განაცხადში ვყოფილიყავი.
 
კარგია, რომ არავინ მიიღო ტრავმა ან დისკვალიფიკაცია, მაგრამ მე მზად ვიყავი და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან ეს "მილანი"ა და გუნდური ყოველთვის პირადზე მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ ეს საკუთარ ჯანმრთელობას უკავშირდება.
 
ძალიან ამაყი ვარ და იმედია ეს ჩემი უკანასკნელი ტიტული არ იქნება!"
4 კვირის წინ
376 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები