საუდგეიტი: "ფიკაიო ზეწოლას კარგად უმკლავდება"

საუდგეიტი: "ფიკაიო ზეწოლას კარგად უმკლავდება"

ინგლისის ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა, გარეტ საუდგეიტიმ ფიკაიო ტომორი ნაკრებში გამოიძახა: 

"ვულოცავ ტომორისა და აბრაჰამს წარმატებული ადაპტაცია იტალიის ჩემპიონატში.

სერია ა ძალიან განსხვავდება პრემიერ ლიგისგან და მიხარია, რომ ისინი მაღალ დონეზე ასპარეზობენ.

როგორც ვიცი, უკვე ორივე კარგად საუბრობს ახალ ენაზე, ეს ფაქტი მათ მონდომებასა და მოტივაციას ადასუტებს.

ფიკაოს "მილანში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და დამსახურებული სკუდეტოც მოიგო.
 
ის თამაშობს "სან სიროზე", სადაც ყოველ ტურში დაახლოებით 70-80 ათასი ქომაგია. ეს დიდი ზეწოლაა, რომელსაც ტომორი კარგად უმკლავდება. ასეთი ზეწოლაა ინგლისის ნაკრების თამაშების დროსაც და კარგია, რომ მან ამ ტიპის გამოცდილება მიიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია."
4 კვირის წინ
347 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები