მალდინი: "არ ვიქნები იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დიდ მიზნებს არ ემსახურება"

მალდინი: "არ ვიქნები იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დიდ მიზნებს არ ემსახურება"
პაოლო მალდინიმ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერს, რომელშიც განვლის სეზონზე, კლუბის მომავალზე და ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა:
 
"ეს სკუდეტო ნამდვილი მასტერკლასია. ყველაფერი გუნდის შემართების, საბრძოლო სულისკვეთებისა და მუხტის დამსახურებაა.
 
უკვე 2 წელია, რაც ცხრილის სათავეში ვართ და ისეთ რამეებს ვაკეთებთ, რასაც ვერავინ ივარაუდებდა. საიდუმლო არაა, რომ ბოლო 20 წელში, მხოლოდ 2 სკუდეტო გვქონდა და ამიტომაც ეს დამატებითი მიზეზია, რაც ასეთ სიამაყეს მაძლევს, როცა ვაანალიზებ, რომ სკუდეტო მოვიგეთ.
 
სკუდეტო "ინტერმა" წააგო? სკუდეტო "მილანმა მოიგო", ჩვენ 86 ქულა ავიღეთ და "3 ქულიან ერაში" ამაზე უკეთესი შედეგი არ გვქონია.
 
ზამთარში კიაერმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ტომორის კუნთის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ბიუჯეტი არ გვქონდა. მხოლოდ იჯარის წესით შეგვეძლო მოთამაშეების დამატება და ამას ვამჯობინე, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მიმეცა შანსი.
 
მსაჯები? საჯაროდ ასე მცირეს იმიტომ ვამბობდი, რომ მირჩევნია, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა განვიხილო, თუმცა იყო ისეთი მომენტი, როცა ვეღარ მოვითმინე და საჯარო განცხადება გავაკეთე. ზოგადად ამ თემებზე აპელირება არ მიყვარს, რადგანაც ამან შესაძლოა მოთამაშეები გააღიზიანოს და ისინი არასწორად განაწყოს.
 
პროექტი და ამბიციები? მილანის დონის გუნდი, მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს, მაგრამ თუ ისევ ამ სტრატეგიას ავირჩევთ, მომდევნო წლებშიც მხოლოდ სერია ა-ს 6-7 საუკეთესო კლუბს შორის ვიქებით და ლიგაზე საგზურის მიღებას შევეცდებით.
 
სწორედ ესაა მომენტი, როცა ელიოტი ან ახალი უფროსობა, ამ 3 წლიან ციკლს დახურავს და ახალ სტრატეგიას აირჩევს. მე პირადად ვთვლი, რომ 2-3 ძლიერი ტრანსფერით, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩემპიონთა ლიგაზეც დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
 
ხელმძღვანელობის ცვლილება? მე მხოლოდ სკუდეტოზე ვიყავი კონცენტრირებული და ეს ამბავი პრესისგან გავიგე და მხოლოდ ამის შემდგომ დაგვიდასტურეს, თუმცა ეს პრობლემა არაა.
 
როცა ასეთი გუნდის აშენებაზე მუშაობ, უბრალო ჭორებმა არ უნდა დაგაფრთხოს და სწორედ ამისთვის ვიყავი მილანელოზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ძლიერი კლუბი იყო და ჭორები ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენდა.
 
თუმცა იყო შემთხვევები, როცა მოთამაშეებმა, რომლების კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც ვმუშაობდით, ასეთი რამ გვითხრეს - ცოტაც დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება.
 
ზაფხულის ტრანსფერებზე თვეობით ვმუშაობდით, თუმცა ახლა არ ვიცი რა ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს, რადგანაც ხელმძღვანელობა შეიძლება შეიცვალოს.
 
ასევე ჩემი და მასარას კონტრაქტის ამბავიც გასარკვევია, რადგანაც კონტრაქტი გვეწურება და ჯერ არავინ შეგვხმიანებია.
 
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მე ჯერ კიდევ ნაწყენი ვარ, იმის გამო რაც წარსულში, თუნდაც რანგნიკის დროს მოხდა, რადგანაც გაზიდისი ან ელიოტის რომელიმე წარმომადგენელი არ მოსულა და ეს საკითხი ჩვენთან არ განუხილავთ, არც მაშინ და არც მას შემდგომ და ეს არ დაფასების მომენტია.
 
შესაძლოა მოვიდნენ და მითხრან "იცი რა, ჩვენ შენი მუშაობა არ მოგვწონს და შეგიძლია წახვიდე." არ ვიცი რას იტყვიან, რადგანაც არ გვეკონტაქტებიან.
 
თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მე ისედაც არ ვიქნები იმ პროექტის ნაწილი, რომელიც კლუბის დიდების დაბრუნებას არ ისახავს მიზნად, მე ამას უბრალოდ ვერ ვიზამ, რადგანაც ამ გუნდში მე ფანების გარანტიის წარმომადგენელი ვარ.
 
რეალობა კი ისაა რომ ხელმძღვანელობა არ გვესაუბრება და ეს ნამდვილად არ მომწონს
ლეაო ნამდვილი ბრილიანტია, მას 150 მილიონი აქვს გამოსასყიდი, რადგანაც მე, მასარა და ბობანი მას ბოლომდე ვენდობოდით. ის კლუბს არ დატოვებს.
 
ჩემი მუშაობის პერიოდში 21 მოთამაშე დავიმატეთ და თუ შევადარებთ გაყიდვით მიღებულ თანხებს და შემდგომ ტრანსფერებში დახარჯულ თანხებს, გამოვა რომ მხოლოდ 75 მილიონი დავხარჯეთ , არადა როცა ლეონარდო ჩავანაცვლე, გაცილებით დიდ ბიუჯეტს მოველოდი.
 
ამიტომაც მე მომიწია, რომ ჩემი ხედვები გამომეყენებინა. მივხვდი, რომ გამოსავალი ახალგაზრდა მოთამაშეებში და მათდამი ნდობაშია.
 
ჩვენ ახალი სტადიონი გვჭირდება, მაგრამ არა 55 000-იანი. ეს დაუშვებელია, რადგანაც მილანს მრავალი ფანი ჰყავს და ახალ სტადიონსაც იგივე ტევადობა უნდა ჰქონდეს, რაც სან სიროს.
იბრა? მე მგონია, რომ მას დარჩენა სურს და ეს პრობლემა არაა. თუმცა მომდევნო დღეებში ვისაუბრებთ და უფრო მეტ დეტალს გავიგებთ.
 
ორიგი? თვეებია მის ტრანსფერზე ვმუშაობთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ბოტმანი? მისი ვარიანტი ძალიან მომწონს, თუმცა სხვა მოთამაშეებსაც ვაკვირდები. ახლა რთულია ტრანსფერებზე საუბარი, რადგანაც ჯერ ბიუჯეტი არ ვიცი.
 
დონარუმა? მან მილანისთვის ბევრი რამ გააკეთა და იმედი მაქვს, რომ ბედნიერია. მენიო? ის ნამდვილი ლიდერია, მასთან საუბრის შემდგომ მივხვდი, რომ მისი მენტალიტეტი უმაღლეს დონეზეა.
 
სანდრო? მე მესმოდა რომ ის ახალი პირლოა, თუმცა გატუზოსაც ვამსგავსებ. ვიტყვი, რომ ის ორივეს ნაზავია. სანდროს პირველი წელი რთული იყო და ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა: ტრავმები, ახალი სქემა, ფავორიტ კლუბში თამაშის მღელვარება. ეს კარგად მესმოდა და ამიტომაც გავაკეთე ყველაფერი მის დასატოვებლად.
 
პიოლი ჩემი თანაგუნდელი იყო ოცდაერთწლამდელთა ნაკრებში და ჯერ კიდევ იქიდან, მისდამი უდიდესი პატივისცემა მაქვამს, ის შესანიშნავი პიროვნებაა.
 
ყველაზე მეტად მისმა მრავალმხრივმა იდეებმა, მონდომებამ და იმ ენთუზიაზმა აღმაფრთოვანა, რასაც მილანელოზე აჩვენებს.
 
იუვე ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე არ გაჩერდება, ინტერიც არ აპირებს დასუსტებას. მომდევნო სეზონი უფრო რთული იქნება, რადგანაც ლაციო, ფიორე, რომა, ნაპოლი და ატალანტაც მოძლიერდებიან, ამიტომაც ვამბობ რომ ჩვენი სტრატეგია იქნება საკვანძო და პასუხები მჭირდება".
4 კვირის წინ
710 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები