"TMW-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციომ" ალესიო რომანიოლის 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
მხარეების ბოლო შეხვედრაზე დაყრდნობით, რომაული კლუბი ალესიოს დათანხმებას 2.5 მილიონ ევროზე ცდილობს.
თავის მხრივ, იტალიელი ცენტრალური მცველის მოთხოვნა უფრო მეტია. მოგეხსენებათ, მას "მილანთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, "ლაციო" კვლავ რჩება დაინტერესებულ მხარედ, მაგრამ "არწივებს" შეთავაზებული ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესება მოუწევთ რომანიოლის ტრანსფერის გასაჩარხად.