მალდინისა და მასარას გეგმა ლეაოსთან დაკავშირებით

მალდინისა და მასარას გეგმა ლეაოსთან დაკავშირებით

"MilanNews-ის" ინფორმაციით, "მილანს" რაფაელ ლეაოსთან ხელშეკრულების 2024 წლიდან 2027 წლამდე გახანგრძლივება სურს.

პაოლო მალდინისა და რიკი მასარას საკვანძო მოთამაშეებთან მიმართებაში თადარიგის დაჭერა უნდათ. 

პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ მბაპეს ტრანსფერის ვერგაჩარხვის შემდეგ მადრიდის "რეალი" მზად გახლდათ, პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროც კი გადაეხადა.

ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელმძღვანელობაში, მიზანი კვლავ და კვლავ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდის აშენება იქნება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

4 კვირის წინ
626 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები