როგორც "MilanNews-ი" იტყობინება, "მილანი" სვენ ბოტმანის ტრანსფერის ვერგანხორციელების რისკის წინაშეა.
მოგეხსენებათ, "როსონერის" ნიდერლანდელ ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტზე წელიწადში 3-მილიონიანი ანაზღაურებით შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
თუმცაღა, ლომბარდიულ გრანდს "ლილისგან" 30-მილიონიან შეთავაზებასთან დაკავშირებით მკაფიო დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.
თავის მხრივ, "იუნაიტედსა" და "ნიუკასლს" ფინანსურად უკეთესი პირობებით მიზიდვა შეუძლიათ, როგორც ფრანგული კლუბის, ასევე, შესაძლოა, სვენისაც.
წინ ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.