სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა – "მილანის" გეგმა

სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა – "მილანის" გეგმა

ზაფხულის სატრანსფერო მოახლოვდა და ვიმედოვნებთ, რომ ნაყოფიერი გამოუვა ეს ყოველივე "მილანს".

"Tuttosport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დივოკ ორიჯის "როსონერიში" ტრანსფერი ოფიციალურად, საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შედგება. მოგეხსენებათ, "ლივერპულისა" და "რეალის" ჯახი დღეს გაიმართება.

თავის მხრივ, სვენ ბოტმანის ტრანსფერთან დაკავშირებით ასე ნამდვილად არ გახლავთ საქმე და, მიუხედავად მასთან შეთანხმებისა, "როსონერის" მოცდა მოუწევს, რომ "ლილიც" თანახმა იყოს ყველა პირობაზე.

ამავდროულად ლომბარდიული გრანდის მიზანი ჩარლს დე კეტელაერესა ("ბრიუგე") და მარკო ასენსიოს თაობაზე ("რეალი") მოლაპარაკებაში წინ წაწევაა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

4 კვირის წინ
816 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები