logo

"მილანმა" პიონტეკი შესაძლოა იჯარის წესით დაიბრუნოს

"მილანმა" პიონტეკი შესაძლოა იჯარის წესით დაიბრუნოს

იტალიური გამოცემა  Corriere dello Sport მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პოლონელი თავდამსხმელი კრშიშტოფ პიონტეკი "როსონერის" რიგებში შესაძლოა იჯარის წესით დაბრუნდეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანური" კარიერა უკვე დასასრულისკენ მიდის, ხოლო გუნდს მისი რეალური შემცვლელი არ ჰყავს.

სწორედ ამიტომ, კლუბი შეიძლება უკვე გამოცდილ ფეხბურთელს მიუბრუნდეს და პიონტეკი "ჰერტადან" იჯარის წესით კვლავ დაიმატოს.

ამ ყველაფერს ფონად თან სდევს ის ფაქტიც, რომ კორონავირუსმა კლუბს დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. შესაბამისად, კრიზისის შემდეგ "როსონერის" შემჭიდროებული ხარჯებით მოუწევს ფონს გასვლა.

პიონტეკი ბუნდესლიგაში იანვარში გადავიდა. მან "ჰერტას" შემადგენლობაში 2 გოლის გატანა მოასწრო.

6 თვის წინ
1160 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ