მალდინი-მასარა "მილანს" დატოვებენ? - სიტუაცია დაიძაბა

მალდინი-მასარა "მილანს" დატოვებენ? - სიტუაცია დაიძაბა

როგორც იცით, "მილანი" რენატუ სანჩესისა და სვენ ბოტმანის დაკარგვასთან ძალიან ახლოს არის. იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ სიცუაციამ შესაძლოა, "როსონერის" რიგებიდან  მალდინი-მასარას დუეტის წასვლა გამოიწვიოს.

MilanNews-ის ცნობით, რენატუ სანჩესის სანაცვლოდ "პარი სენ-ჟერმენი" 30 მილიონს იხდის, რაც "როსონერის" შეთავაზებულზე გაცილებით მეტია. იგივე სიტუაციაა სვენ ბოტმანის თაობაზეც.

ეს ფეხბიურთელები კი მალდინის პრიორიტეტული სამიზნეები არიან, შექმნილი სიტუაცია კი მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის სიტუაციას საგრძნობლად აფუჭებს.

მალდინის მიმდინარე კონტრაქტი "მილანთან" 30 ივნისს იწურება და იმის მიუხედავად, რომ გუნდის ახალმა მფლობელმა მისი დარჩენის სურვილი გამოთქვა, ლეგენდარულ იტალიელს ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, რაც როგორც ჩანს სატრანსფერო სტრატეგიის გამო არსებული უთანხმოების გამო ხდება.

1 კვირის წინ
877 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები