ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარსელოს, რომელიც "რეალის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, "მილანმა" პირველი წინადადებით ბრაზილიელს უკვე მიმართეა.
AS-ს ცნობით, "როსონერი" მარსელოს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მისი შემდგომში კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ხელფასის სახით კი მზად არის 3 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მის ახლანდელ გასამრჯელოზე 2-ჯერ ნაკლებია, თუმცა უკეთესი პირობები სხვა დაინტერესებულ მხარეებს არ შეუთავაზებიათ.
წყაროს ცნობით, "მილანის" მთავარი კონკურენტი "მარსელია", მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე მეტად სწორედ იტალიელები აქტიურებენ.