
"მილანის" ინსაიდერის კარლო პელეგატის ინფორმაციით, პაულო დიბალას "მილანში" თამაში სურს:
"ვფიქრობ, "მილანის" მფლობელები პაულო დიბალას ტრანსფერზე უნდა დაფიქრდნენ, რადგან ახლა "ინტერს" პრობლემები აქვს და თუ ჯეკო-კორეა-სანჩესიდან მინიმუმ ორი არ გაუშვა, ისინი არგენტინელის გაფორმებას ვერ მოახერხებენ.
არგენტინელის გაფორმება "როსონერის" ბევრ პრობლემას მოუგვარებდა და პარალელურად ეს "ინტერს" გაძლიერების შეაფერხებდა.
დიბალას იტალიაში დარჩენა უნდა და ვალდებულია, რომ მოლაპარაკებები "ინტერთან" აწარმოოს, თუმცა ვიცი, რომ მას "მილანის" ვარიანტი ურჩევნია.
"იუვენტუსის" ტიფოზების დამოკიდებულება "ნერაძურის" მიმართ ყველამ კარგად ვიცით და არგენტინელს "ბიანკონერის" ქომაგებთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს, ამიტომ "მილანს" მისი დარწმუნება არ გაუჭირდება".