ორიჯის სამედიცინო შემოწმება კიდევ გადაიდება?

ორიჯის სამედიცინო შემოწმება კიდევ გადაიდება?

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დივოკ ორიგის ტრანსფერი შესაძლოა კიდევ ერთხელ, დაახლოებით ერთი კვირით გადაიდოს.

როგორც იცით, ორიგის "მილანში" გასული სეზონის ფინიშისთანავე ელოდებოდნენ, თუმცა ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც  სამედიცინო შემოწმების გავლას  ვერ ახერხებს.

ვარაუდობდნენ, რომ ორიგი ტრავმის მოშუშებას და სამედიცინო შემოწმების გავლას ამ კვირაში მოახერხებდა, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი.

ბელგიელი ფორვარდი, დიდი ალბათობით, "მილანს" მომდევნო კვირის ბოლოს ეწვევა და იტალიურ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

4 დღის წინ
465 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები