logo

გალიანი: "კორონავირუსის გამო იბრაჰიმოვიჩი "მონცაში" არ გადმოვა"

გალიანი: "კორონავირუსის გამო იბრაჰიმოვიჩი "მონცაში" არ გადმოვა"

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო იბრაჰიმოვიჩი "მონცაში" გადაბარგებულიყო, თუმცა გალიანიმ ეს ინფორმაცია უარყო და ამასთანავე მიზეზიც დაასახელა.

"ზლატანზე ოცნება უნდა დავასრულოთ. მისი "მონცაში" ტრანსფერი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება ჩემპიონატი და რა ზარალი ელოდებათ კლუბებს, ამიტომ გარიგება შეუძლებელია." - განაცხადა გალიანიმ.

შვედი თავდამსხმელი "მილანს" იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და "როსონერის" მაისურით მოედანზე 810 წუთი გაატარა.

5 თვის წინ
888 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ