logo

იკარდი "მილანში": რა მოხდა რეალურად

იკარდი "მილანში": რა მოხდა რეალურად

გასულ ზაფხულს დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა მაურო იკარდის მომავალი. საბოლოოდ არგენტინელი თავდამსხმელი არენდით "პსჟ"-ს შეუერთდა. 27 წლის ფეხბურთელი საფრანგეთს ძალიან კარგად შეეწყო და პარიზული კლუბის მაისურით 31 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ "Tiki Taka"-სთან ინტერვიუში "მილანთან" მოლაპარაკებები დაადასტურა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით კი მარკო ჯამპაოლოს ინიციატივით "როსონერი" "ინტერს" კშიშტოფ პიონტეკისა და მაუროს ბარტერს სთავაზობდა.

"ნერაძურის" პირდაპირი გაცვლა არ სურდა და დამატებით თანხა მოითხოვა, რაზეც "შავ-წითლებმა" უარი განაცხადეს და ტრანსფერიც ჩაიშალა. საბოლოოდ იკარდი "პსჟ"-ს შეუერთდა, თუმცა არგენტინელს იტალიაში დაბრუნება უნდა, მაგრამ ამჟამად ფავორიტი "იუვენტუსია" და არა "მილანი".

5 თვის წინ
1524 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ