ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა.
"რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ვინც ამბობს რომ ის მესიზე უკეთესია ფეხბურთში ვერ ერკვევა. არგენტინელი უბრალოდ უნიკალური და განუმეორებელია. მისნაირი ადამიანები 50 წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან." - განაცხადა ვან ბასტენმა.
მესისა და რონალდუს შორის არჩევანი რთული გასაკეთებელია და მსოფლიოში ამის თაობაზე ბევრი დავაა, თუმცა ლეგენდარულ ჰოლანდიელს არჩევანის გაკეთება არ უჭირს.