"მილანი" 4:2 "უდინეზე | პიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

"მილანი" 4:2 "უდინეზე | პიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

"მილანმა" სეზონის პირველ, 6 გოლიან მატჩში "უდინეზე" დაამარცხა და პირველი 3 ქულა მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ DAZN-თან სტეფანო პიოლიმ ისაუბრა:

"არ მომწონს, როცა საწყის წუთებში გოლს ვუშვებთ, მეტი ყურადღება გვმართებდა. შემდეგ 30 წლის განმავლობაში კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. გამოიკვეთა ჩვენი დადებითი მხარეები და დეტალები, რომელზეც ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო.

შეგვიძლია ზევით აწეული დაცვის ხაზით ვითამაშოთ, თუმცა ამაზე მუშაობა გვჭირდება. დავუშვით შეცდომები, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.

გასული ზაფხულის განმავლობაში ბრაჰიმმა ბევრი იმუშავა, რადგან მას სჯერა ჩვენი პროექტის და დიდი მიზნებისთვის იბრძვის.

რებიში? ხშირად თავდამსხმელებს მხოლოდ გოლებით აფასებენ, მაგრამ ის გუნდს სხვა ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში ეხმარება.

დე კეტელარე? ის ჭკვიანი ბიჭია,  შეუძლია წინასწარ წაიკითხოს სიტუაციები. რთული ზაფხული ჰქონდა, ამიტომ ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო ფორმაში. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ  სხვა ლიგიდან შემოგვიერთდა და ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება.

გუნდი კარგ ფორმაშია, ბევრად ინტენსიურები გავხდით და ბიჭებსაც მოსწონთ ასე თამაში. ნებისმიერ მატჩში დომინაცია შეგვიძლია".

1 თვის წინ
928 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო