ტონალი ტრავმას იშუშებს – როგორია მოლოდინი?

ტონალი ტრავმას იშუშებს – როგორია მოლოდინი?

როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ტონალი ახლა ტრავმას იშუშებს. მან "უდინეზესთან" გუშინდელი დაპირისპირებაც გამოტოვა.

"MilanNews-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანდრო თავის ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამას აგრძელებს.

იტალიელი ფეხბურთელის მიზანი "ატალანტასთან" დაპირისპირებისათვის მწყობრში ყოფნაა.

მეორე მხრივ, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ რადე კრუნიჩმა ტონალის ადგილზე სოლიდური სამუშაო გასწია ისმაელ ბენასერთან ერთად.

ბერგამოულ კლუბთან, ეჭვგარეშედ, უფრო რთული თამაში იქნება. ასე რომ, "მილანს" მაქსიმალურად სრულყოფილი შემადგენლობა სჭირდება.

 

1 თვის წინ
549 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო