"მილანი" "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებებს განაგრძნობს

"მილანი" "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებებს განაგრძნობს

MilanNews-ის ცნობით, მილანსა და პსჟ-ს შორის აბდუ დიალოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

"როსონერის" ხელმძღვანელობას დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება სურთ და ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად იტალიის ჩემპიონებს სწორედ 26 წლის სენეგალელს უკავშირებენ, რომელსაც პარალელურად მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

წყაროს ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" დიალოს იჯარით გაშვებას უკვე დათანხმდა, თუმცა სურს, რომ მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს, "მილანი" კი მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ფეხბურთელის გამოსყიდვა არა სავალდებულო, არამედ არჩევითი იყოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "მილანმა" ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო.

1 თვის წინ
680 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო