"მილანის" რადარზე 17 წლის ტალანტი გამოჩნდა

"მილანის" რადარზე 17 წლის ტალანტი გამოჩნდა

"Sempremilan-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აალბორგის" სტრაიკერით, ოლივერ როსით, "მილანი" ინტერესდება. 

თუმცაღა, "როსონერის" 17 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით შეთავაზებით არ მიუმართავს ჯერჯერობით დანიური კლუბისთვის.

როგორც ცნობილია, "აალბორგი" ოლივერის სანაცვლოდ ჯამში 2 მილიონ ევროს ითხოვს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, საქმე ისაა, რომ ლომბარდიული გრანდი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აღნიშნული თანხის გადამხდელი არ არის.

მეორე მხრივ, არსებობს ზამთრამდე პროცესის გაწელვის ვარიანტიც, რომელიც "მილანს" როსის განვითარებაზე დაკვირვების საშუალებას მისცემდა.

 

1 თვის წინ
509 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო