მალდინი-მასარას დუეტმა კესის შემცვლელი მონახა

მალდინი-მასარას დუეტმა კესის შემცვლელი მონახა

პაოლო მალდინისა და რიკი მასარას ახალი ნახევარმცველის გასაფორმებლად ორი კვირა აქვთ. 

"როსონერის" ხელმძღვანელობამ იცის, რომ გუნდში საჭიროა ისეთი მოთამაშე, როგორიც შეძლებს გასწიოს ის სამუშაო, რომელსაც ფრენკ კესი ასრულებდა.

ჯერჯერობით ასეთ ფეხბურთელად პაოლო და რიკი "მიდტიულანდის" რაფაელ ონიედიკას განიხილავენ.

ნიგერიელი ფეხბურთელი, შეიძლება ითქვას, იდეალური კანდიდატურაა იმის გათვალისწინებით, რომ დანიური კლუბი მის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობისათვის, 21 წლის ნახევარმცველს თავის კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

1 თვის წინ
975 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო