ტეოს გადმობირება გრანდებს სურდათ – "მილანის" პოზიცია ცნობილია

ტეოს გადმობირება გრანდებს სურდათ – "მილანის" პოზიცია ცნობილია

"Calciomercato-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტეო ერნანდესით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა.

როგორც მოგეხსენებათ, იგი "მილანმა" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა "რეალ მადრიდიდან" და ინვესტიციამ ცალსახად გაამართლა.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "ჩელსის" რადარზე იმყოფებოდა ამ ზაფხულს.

თუმცაღა, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობის პასუხი მათ დაინტერესებაზე ყოველთვის გახლდათ უარი.

თავის მხრივ, ერნანდესიც ბედნიერია "შავ-წითლებში".

"სიმართლეა, რომ ბევრი გუნდი იყო, რომლებიც ჩემით ინტერესებოდნენ, მაგრამ ყოველთვის "მილანსა" და აქ დარჩენაზე ვფიქრობდი", – დასძინა მან კონტრაქტის 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივების შემდეგ.

1 თვის წინ
750 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო