"მილანი" "აინტრახტს" შეთავაზებას უმზადებს – ცენტრალური მცველი რადარზე

"მილანი" "აინტრახტს" შეთავაზებას უმზადებს – ცენტრალური მცველი რადარზე

"Bild-სა" და ქართველ ჟურნალისტ ლაშა კოკიაშვილზე დაყრდნობით, "მილანი" ევან ნდიკასთან დაკავშირებით "აინტრახტს" შეთავაზებით მიმართავს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "როსონერი" 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადამხდელია.

როგორც ცნობილია, ლომბარდიული გრანდის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი უკვე დაეკონტაქტა ტელეფონით ევანს.

გეტყვით იმასაც, რომ ფრანგ ფეხბურთელს ფრანკფურტულ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. "Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 32 მილიონი ევროა.

1 თვის წინ
498 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო