"მილანი" "ვერონას" ფეხბურთელის ტრანსფერს უბრუნდება

"მილანი" "ვერონას" ფეხბურთელის ტრანსფერს უბრუნდება

MilanNews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" "ვერონას" ახალგაზრდა ტალანტის ივან ილიჩის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ლუის ალბერტოს გუნდში დარჩენის შემდეგ, "ლაციომ", რომელიც "მილანის" ერთადერთ კონკურენტად მოიაზრებოდა, "ვერონასთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა, ამიტომ "როსონერის" ფეხბურთელის გაფორმების კარგი შესაძლებლობა აქვს.

"ვერონა" 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, "მილანს" კი მისი იჯარით გაფორმების იმედი აქვს.

1 თვის წინ
670 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო