ბენასერი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ გაზრდილ ხელფასს ითხოვს

ბენასერი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ გაზრდილ ხელფასს ითხოვს

ტომაზო პობეგასა და ფიკაიო ტომორის კონტრაქტების გახანგრძლივების შემდეგ, "მილანის" ხელმძღვანელობა  ისმაელ ბენასერის კონტრაქტზე მუშაობს.

იტალიის ჩემპიონებს სურთ, რომ ალჟირელმა ფეხბურთელმა გუნდთან ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივოს.

როგორც ცნობილია, ბენასერი "მილანში" დარჩენის წინააღმდეგი არ არის და ის არც კონტრაქტიდან გამოსასყიდი თანხის - 50 მილიონი ევროს ამოღებაზე იტყვის უარს, მაგრამ პრობლემა მისი მოთხოვნილი ხელფასია.

MilanNews-ის ცნობით, "მილანმა" ბენასერს ხელფასის 1.5 მილიონიდან 3.2 მილიონამდე გაზრდა შესთავაზა, ფეხბურთელს კი 4-4.5 მილიონი ევროს მიღება სურს.

1 თვის წინ
699 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო