მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა – ორი "მილანელი" გუნდში

მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა – ორი "მილანელი" გუნდში

რობერტო მანჩინიმ იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში ორი "მილანელი" მოხვდა, ტომასო პობეგასა და სანდრო ტონალის სახით.

მეორე მხრივ, სიაში ვერ ვხედავთ დავიდე კალაბრიას. მართალია, მანჩინი მისი დიდი თაყვანისმცემელი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა, როცა ფლორენცი ტრავმირებულია, მისი ეს გადაწყვეტილება გასაკვირია.

ცნობისათვის, იტალიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით 23 სექტემბერს ინგლისის, ხოლო 26 სექტემბერს უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

2 კვირის წინ
627 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო