კვარაცხელია და დე კეტელაერე ყურადღების ცენტრში – "Gazzetta dello Sport-ის" ცნობა

კვარაცხელია და დე კეტელაერე ყურადღების ცენტრში – "Gazzetta dello Sport-ის" ცნობა

როგორც "Gazzetta dello Sport-ი" წერს, ხვალინდელ შეხვედრაში ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელია და ჩარლზ დე კეტელაერე მოექცევიან.

მოგეხსენებათ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ რაფაელ ლეაო ("როსონერის" მხრიდან) და ვიქტორ ოსიმენი (ნეაპოლელთა მხრიდან).

ხვიჩა და ჩარლზიც, ორივე, თავიანთი კლუბებისთვის ინვესტიციად მოიაზრება. კვარა "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ, ხოლო ლომბარდიულმა გრანდმა კეტელაერე 35 მილიონ ევროდ დაიმატა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" ჯახი "სან სიროზე" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, შედგება.

1 კვირის წინ
985 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო