“მილანელი” “ჩელსის” რადარზე კვლავ რჩება – დეტალები

“მილანელი” “ჩელსის” რადარზე კვლავ რჩება – დეტალები

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ ლეაო "ჩელსის" რადარზე კვლავ იმყოფება.

როგორც ცნობილია, ლონდონურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "როსონერის" 80-85-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა.

ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობის განზრახვა კი მისი გაყიდვა არ გახლდათ, მხოლოდ გამოსასყიდი თანხის, 150 მილიონი ევროს, სანაცვლოდ გაუშვებდნენ პორტუგალიელს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, მილანური კლუბი კი ცდილობს რაფაელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას, მაგრამ "არისტოკრატები" ისევ ინტერესდებიან ლეაოთი.

1 კვირის წინ
465 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო