"მილანელის" დაბრუნება გადაიდო – დეტალები

"მილანელის" დაბრუნება გადაიდო – დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, ანტე რებიჩი "მილანს" თითქმის ერთი თვეა ვერ ეხმარება, მოსალოდნელიც არ არის მისი მალე დაბრუნება.

ჟურნალისტ კარლო პელეგატზე დაყრდნობით, "როსონერი" 28 წლის ფეხბურთელის მოედანზე ხილვას უახლოეს მომავალში ვარაუდობდა, თუმცაღა ანტეს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ბოლომდე.

მიუხედავად სანაკრებო შესვენებისა, ხორვატი მოთამაშის სრულად გამოჯანმრთელებას "ემპოლისა" და "ჩელსისთან" მატჩებისთვის არ უნდა ველოდოთ.

ცნობისათვის, გეტყვით, რომ რებიჩს ლომბარდიულ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

1 კვირის წინ
692 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო