კალულუ: "იტალიურ ფეხბურთს შესაბამისად ვერ აფასებენ"

კალულუ: "იტალიურ ფეხბურთს შესაბამისად ვერ აფასებენ"

პიერ კალულუმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"მიმაჩნია, რომ იტალიურ ფეხბურთს შესაბამისად ვერ აფასებენ. ბევრი ფიქრობს, რომ სერია ა-ში კვლავ კატენაჩოს იყენებენ, მაგრამ ასე არ არის. ყველა გუნდი შეტევის დაცვიდან განვითარებას ცდილობს, მაღალ პრესინგს თამაშობს და მოედნის თითოეულ მონაკვეთზე პოზიციისთვის იბრძვის.

პიოლის მსგავსი მწვრთნელის პოვნა, რომელიც გუნდის თითოეულ ფეხბურთელს თავს საჭირო ფიგურად აგრძნობინებს, მარტივი არ არის. ის კარგად მუშაობის შემთხვევაში ყოველთვის გვაქებს, როდესაც რაიმე არ მოსწონს ამას პირდაპირ გვეუბნება და ერთად ვცდილობთ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ.

სტეფანო ყოველდღე გვეუბნება, რომ ეს სეზონი წინაზე უფრო რთული იქნება, რომ საბოლოო შედეგზე შესაძლოა თითოეულ ქულას უდიდესი გავლენა ჰქონდეს, ამიტომ ნებისმიერ მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ, ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება, ჩვენ კი გვსურს, რომ ტიტული დავიცვათ.

ჩემპიონთა ლიგა? წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. ჩვენ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, ჩვენი დონე უნდა ვაჩვენოთ. "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ისტორია აქვს, რაც ჩვენთვის არა წნეხი, არამედ მოტივაციაა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ  გვსურს, რომ "მილანი" ევროპის მწვერვალზე დავაბრუნოთ.“

 

1 კვირის წინ
379 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო