logo

რანგნიკს მხოლოდ დირექტორობა სურს, რა ბედი ელის პიოლის

რანგნიკს მხოლოდ დირექტორობა სურს, რა ბედი ელის პიოლის

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს რალფ რანგნიკს ურჩევნია "მილანში" მხოლოდ ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავოს.

ამ შემთხვევაში აქტუალური ხდება სტეფანო პიოლის საკითხი. 

ტუტოსპორტი მის მომავალს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, რაც დარჩენა/არ დარჩენაზე იმოქმედებს.

პირველი პიოლის შედეგებია. თუ გუნდმა მის ხელში პროგრესი განაგრძო და სატურნირო ცხრილში ზევით ავიდა, ელიოტმა შესაძლოა მას მომდევნო სეზონშიც გამოუცხადოს ნდობა, თუმცა კორონავირუსის გამო სეზონი შეჩერებულია და არავინ იცის, როდის განახლდება.

მეორე სწორედ რანგნიკის ფაქტორია. გერმანელს მენეჯმენტის საკითხების კარგად დალაგება შეუძლია და შესაძლოა პიოლისთან ტანდემში "მილანს" გაცილებით მეტი წარმატება მოუტანოს.

მესამე ფაქტორი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც სტეფანო პიოლისთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ის თუ გუნდში დარჩა, ეს სავარაუდოდ დომინოს ეფექტით პიოლისაც შეუნარჩუნებს პოსტს.

5 თვის წინ
985 / 1
ბექა ბლიაძე
user
AC_MILAN_32 პიოლის თუ ტოვებენ ეს ვერ მოყავთ ბობანს რას ერჩოდა ის სირი გაზიდისი რო უშვებდა
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ