logo

თუ რანგნიკის ვარიანტი არ გამოვა...

თუ რანგნიკის ვარიანტი არ გამოვა...

ძალზედ მცირედი შანსია იმისა, რომ სტეფანო პიოლიმ ზაფხულში "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს.

მედიაში უკვე სახელდებიან "როსონერის" თავკაცის თანამდებობაზე დანიშვნის კანდიდატები. მათ შორის ყველაზე ხშირად "ლაიფციგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის სახელი ისმის. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ ერთდროულად კლუბის სპორტული დირექტორისა და თავკაცის პოსტები ჩაიბაროს.

თუ "მილანი" და რალფ რანგნიკი ვერ შეთანხმდებიან, იტალიელების მომდევნო ალტერნატიულ ვარიანტად უნაი ემერის კანდიდატურა განიხილება. ლონდონის "არსენალმა" ესპანელი სპეციალისტი გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლა. მას შემდეგ ის უმუშევარია. 

სახელდება ლუჩანო სპალეტის ვარიანტიც, რომელიც ბოლოს მილანის "ინტერს" ხელმძღვანელობდა.

6 თვის წინ
954 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ