იბრას დაბრუნების თარიღი ცნობილია

იბრას დაბრუნების თარიღი ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არავინ იცის, რომელი გუნდი როგორ მდგომარეობაშ იქნება, ამიტომ  საკლუბო ფეხბურთში სწორ მენტალიტეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება.

ხოლო "მილანისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ ეტაპზეც სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

თუმცა, იტალიური წყაროები სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებენ - შვედის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იბრამ გუშინ გეგმიური შემოწმება გაიარა, რომელმაც პოზიტიური შედეგები აჩვენა.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ლეგენდარული შვედი სტეფანო პიოლის განკარგულებაში იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში დაბრუნდება.

5 დღის წინ
436 / 0
Ibra