ერთი პასუხი ყველა კითხვაზე - ჟირუ! ზლატანი აღფრთოვანებულია

ერთი პასუხი ყველა კითხვაზე - ჟირუ! ზლატანი აღფრთოვანებულია

"მილანის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ფრთიანი გამონათქვამებით და სახალისო ინტერვიუებით ხშირად გვანებივრებს ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს აქტიურად ადევნებს თვალს.

გამოცემა 433-თან ინტერვიუში ვეტერანმა ფეხბურთელმა საკუთარს სტილს არ უღალატა და ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს ძალიან საინტერესოდ უპასუხა:

ჟურნალისტი: ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი?
იბრა: ჟირუ.
ჟურნალისტი: ვინ იქნება ყველაზე დიდი აღმოჩენა, მსოფლიოზე?
იბრა: ჟირუ.
ჟურნალისტი: ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო მოთამაშე?
იბრა: ჩემი მეგობარი, ჟირუ.
ჟურნალისტი: ვინ გახდება, ტურნირის საუკეთესო, ახალგაზრდა მოთამაშე?
იბრა: ჟირუ, რადგანაც ის ისევ ახალგაზრდაა.
 
შეგახსენებთ, ოლივიე ჟიორუსა და ტეო ერნანდესის საფრანგეთი ავსტრალიას შეხვდა, ჟირუმ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, დუბლი შეასრულდა და ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა.
3 დღის წინ
363 / 0
Ibra