"მილანის" წინადადება "ლიონს" - რადარზე ნახევარმცველია

"მილანის" წინადადება "ლიონს" - რადარზე ნახევარმცველია

La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მილანმა" "ლიონის" ნახევარმცველს ჰუსემ აუარს თვალი დაადგა და პირველი წინადადება უკვე მოამზადა.

წყაროს ცნობით, "როსონერი" ფრანგულ გუნდს 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი "ლიონთან" სეზონის ბოლოს ეწურება, 8 მილიონ ევროს შესთავაზებს.

აუარის ინტერესებს სერჟინო დესტისა და პიერ კალულუს აგენტი იცავს, რომელთანაც "მილანის" ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა აქვს, ამიტომ თუ "ლიონმა" იტალიის ჩემპიონების წინადადება მიიღო, ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

3 დღის წინ
388 / 0
Ibra