logo

მოგესალმებით განახლებულ ACMILAN.GE-ზე

მოგესალმებით განახლებულ ACMILAN.GE-ზე

ჩვენი საიტის ერთგულო მეგობრებო. ACMILAN.GE-ზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. შეიცვალა საიტის ძრავი, განახლდა დიზაინი, ფუნქციონალი სრულად შეესაბამება მომხმარებლების ინტერესს. 

საიტი კომპანია "ბლიცის" დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელიც ახალ, უნიკალურ პლატფორმას გვთავაზობს. "ბლიცი" ამ ეტაპზე საქართველოში ევროპული გუნდების რამდენიმე ფანკლუბს აერთიანებს და სამომავლოდ ახალ პროექტებს და ბევრ ინოვაციას დანერგავს ქართულ ბაზარზე.

ვებგვერდის დიზაინი აბსოლუტურადაა ადაპტირებული ყველა მოწყობილობასთან, ყველა ზომის ეკრანთან, საიდანაც შეიძლება მომხმარებელი შემოვიდეს, გაეცნოს სიახლეებს და ჩაერთოს დისკუსიაში. გამარტივდა მომხმარებლის რეგისტრაციისა და კომენტარის დაწერის ფუნქციაც, რაც ვებგვერდს გაცილებით უფრო ინტერაქციულს გახდის.

სამწუხაროდ, საჭირო გახდა ვებგვერდის ძველი ბაზის წაშლა, შესაბამისად წაიშალა აქამდე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში. სწორედ ამიტომ თავიდან მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა. აღნიშნული დისკომფორტისთვის ადმინისტრაცია დიდ ბოდიშს გიხდით.

"მილანის" ცუდი დროების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, ACMILAN.GE-ზე კვლავ შენარჩუნდება ის ჯანსაღი გარემო, რომელიც ჩვენს ვებგვერდს მუდამ ახასიათებდა. საიტი იდგა, დგას და მუდამ იდგება თავის ერთგულ მომხამრებლებზე. ვეცდებით, თქვენი იმედების გამართლებას და "მილანის" შესახებ ყველა ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხების საშუალებით.

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია!


8 თვის წინ
1688 / 17
ლევან კვინიკაძე
user
Kapana კარგია ახალი დიზაინი მაგრამ საწყენია რომ აღარ იქნებიან მილანის გულშემატკივარი ადმინები და ჯუვეს და რეალ მადრიდის ატანა მოგვიწევს უკვე ჩვენს საიტზე ))) ძველი კარგი დღეები წავიდა, ჯერ rossoneri.ge და acm,ge გააერთიანეს და სიახლეებს აღარ დებენ, ეხლა ეს საიტი ))) ნუ მოკლეთ .....
user
Achi14 ძაან მომწონს ეგ ახალი დიზაინი <3  და გმერთით მილანის საქმებიც კარგად წავა წინ მილანი ^_^ ფორე ვერ *
user
AC_MILAN_32 ვსო იბრა მილანელია ყველა მაგას წერს დიმარციომაც დაწერა დღეს საღამოს ან ხვალ დილით გაოფიციალურდებაო!!! მარტო იმიტო მიხსრია იბრას მოსვლა რო ამ მკვდრებს მოჭიმავს და სახეს გააძრობს და მოტივაცია რო არ ქონოდა აქ არ მოვიდოდა მაგას უეჭველი მუღამი აწ რონალდუს ჩაუბაბანოს!!! 
user
tabihno AC_MILAN_32 იმედია ჩაუბაბანებს მართლა რა!!! გეთანხმები 100%ით ამ მოსიარულე მკვდრებს დაეტყობათ იბრას მოსვლა... იმედია ყველაფერი გამოსწორდება სეზონის ბოლომდე
user
Kaparo 6 თვიანზე შეთანხმდნენო მილანი და იბრა
user
Arigo გისურვებთ ახალ საიტზე ბევრად ოპტიმისტური და სასიხარულო ამბების გაგებას, წერას და წაკითხვას... იმედია კარგ ფეხზე და იღბალზე ივლის და მრავალი წარმატებებით გაგვახარებს!
user
Arigo უკეთესი საიტია უკეთესი ინტერფეისით...
user
AC_MILAN_32 იბრაზე ბევრი იწერება და არც იტალიური ვიცი არც ინგლისური და იქნებ თარგმნოთ გავიგოთ რა ხდება
user
Kaparo AC_MILAN_32 იტალიურად ვნახე ყველაფერი იბრაზე და ყველა აგულებს ანუ კაი ამბებია😀
user
Kaparo იბრაზე წერენ სხვადასხვა საიტები დაბრო მისცაო მილანს
user
Nero წარმატებები საიტსsmilesmilesmile
user
AC_MILAN_32 კაია მომწონს წარმატებები
user
superkaka22 კქრგია კარგი
user
Kaparo საღოლ ბრატცი მაგარია... თან აქამდე ვერაფრით შემოვდიოდი კომენტარის დასაწერად , ორივე მაილზე მიწერდა დარეგისტრირებული ხარო, ეხლა კი აღვადგინე .. ძალიან მაგარია
user
vano-milani კარგია
user
zurius ძალიან კარგია
user
tabihno მშვენიერი სიახლეა. გილოცავთ ამ კარგ ნაბიჯს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება როგორც გუნდისთვის ისე საიტისთვის!!! წარმატებები 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ