logo

"გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განვაახლოთ იტალიის ჩემპიონატი"

"გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განვაახლოთ იტალიის ჩემპიონატი"

იტალიის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა ჯოვანი რეცამ განაცხადა, რომ სერია ა-ს განახლება ერთ თვეში შესაძლებელი იქნება. თუმცა, ცხადია მკაცრი ზომებით და რაც მთავარია, დახურულ კარს მიღმა.

"დიახ, თამაში შესაძლებელია დახურულ კარს მიღმა და მკაცრი ზომებით. აუცილებელი იქნება, შევეცადოთ მოთამაშეებსა და მომსახურე პერსონალს შორის გადამდები დაავადების რისკის ზომები შევამციროთ".

"დღეს ჩემპიონატი ვერ განახლდება, მაგრამ გვაქვს გეგმა და ერთ თვეში შესაძლოა განახლდეს, რა თქმა უნდა, უმაყურებლოდ და ძალიან მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. შესაბამისი უწყებები უკვე მსჯელობენ რისკის შემცირების ზომებზე", - განაცხადა რეცამ.

შეგახსენებთ, სერია ა-ს გათამაშება 8 მარტს შეწყდა. დღესვე ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  ფედერაცია გეგმავს, რომ ჯერ სერია ა, შემდეგ სერია ბ და ბოლოს სერია ც ეტაპობრივად განაახლოს.

7 თვის წინ
982 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ