logo

რაიოლა "მილანს" დონარუმას შემცვლელად თავისივე კლიენტს სთავაზობს

რაიოლა "მილანს" დონარუმას შემცვლელად თავისივე კლიენტს სთავაზობს

ჯალუიჯი დონარუმას "მილანთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და დიდია ალბათობა, რომ ახალგაზრდა მეკარემ "სან სირო" დატოვოს. მის შემცვლელად კი რაიოლა "როსონერის" თავისივე კლიენტს ვალტერ ბენიტესს სთავაზობს.

27 წლის მეკარე ფრანგული "ნიცას" ღირსებას იცავს და საკმაოდ წარმატებითაც. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ივლისში არგენტინელი მეკარე საფრანგეთის ლიგა 1-ს დატოვებს.

ლომბარდიული გრანდისათვის ყველაზე მიმზიდველი ბენიტესის ხელფასია, რომელიც 2 მილიონი ევროა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მალე გავიგებთ შედგება თუ არა საბოლოო შეთანხმება.

6 თვის წინ
1091 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ