logo

"გაამზადეთ 130 მილიონი ევრო" - რანგნიკის მოთხოვნა "მილანის" ბორდისადმი

"გაამზადეთ 130 მილიონი ევრო" - რანგნიკის მოთხოვნა "მილანის" ბორდისადმი

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში რალფ რანგნიკი "მილანს" ოფიციალურად ჩაიბარებს.

გერმანელ სპეციალისტს უკვე აქვს კონკრეტული მოთხოვნა გუნდის ხელმძღვანელობისადმი.

როგორც ცნობილია, რანგნიკს თავისი რევოლუციის დასაწყებად კლუბისგან 130 მილიონი ევრო სჭირდება.

თავდაპირველად გერმანელ მწვრთნელს გუნდში ჯანლუიჯი დონარუმას სათანადო შემცვლელის მიყვანა სურს. 

"მილანი" ასევე ინტერესს იჩენს "ბეტისის" შემტევის ლორენ მორენოსადმი, რომელმაც ლა ლიგაში წელს 9 გოლის გატანა მოახერხა. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.

რაც შეეხება მეკარეს, ამ პოზიციაზე კლუბი ყველაზე აქტიურად ხუან მუსოს განიხილავს, რომელიც "უდინეზეს" კარს იცავს.

6 თვის წინ
1645 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ