logo

ლეონარდო პაკეტას მოეშვა; ბრაზილიელის სამიზნეში "მილანის" სხვა ნახევარმცველია

ლეონარდო პაკეტას მოეშვა; ბრაზილიელის სამიზნეში "მილანის" სხვა ნახევარმცველია

ისმაელ ბენასერის შესანიშნავი თამაში შეუმჩნევლად არ დარჩენილა. ალჟირელი ნახევარმცველი რთული სტარტის შემდეგ "მილანის" შეუცვლელი ფიგურა გახდა.

"ემპოლის" ყოფილი ფეხბურთელი აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და 22 წლის ნახევარმცველმა ის ავანსები ნამდვილად გაამართლა, რაც "როსონერიმ" მასზე გასცა.

"le10sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო ბენასერის აგენტს პირადად დაუკავშირდა, რათა ისმაელის პარიზში გადაბარგების საკითხი განეხილათ.

იგივე გამოცემის მტკიცებით, "პსჟ" მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. გასულ ზაფხულს "მილანმა" ბენასერის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაუხადა.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ლეონარდო ფრანგულ გრანდში პაკეტას წაყვანას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს ამჟამად მისი ყურადღება მთლიანად ალჟირელი ფეხბურთელისადმია მიპყრობილი.

7 თვის წინ
1219 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ