logo

"პსჟ" ტეოს სანაცვლოდ ფეხბურთელს + თანხას ჩამოდის

"პსჟ" ტეოს სანაცვლოდ ფეხბურთელს + თანხას ჩამოდის

"პსჟ" "მილანის" მარცხენა მცველის ტეო ერნანდესის გადაბირებას ცდილობს. პარიზელები კორონავირუსის კრიზისის გამო სატრანსფერო ფანჯარაზე მოქნილად ვერ იმოქმედებენ, ამიტომ მზად არიან ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერში აბდუ დიალო ჩართონ.

23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი წარმოშობით სენეგალელია და "მონაკოს" აკადემიის აღზრდილია. 2015/16 წლების სეზონში ბელგიურ "ზულტე ვარეგემში" იყო განათხოვრებული. "მონაკოში" დაბრუნების შემდეგ ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა და 5 მილიონ ევროდ "მაინცში" გადაბარგდა.

ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს 28 მილიონ ევროდ დიალო "დორტმუნდმა" იყიდა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი პარიზელებმა მასში 32 მილიონი ევრო დააბანდეს. აბდუმ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითადად მარცხენა მცველად ირჯებოდა.

6 თვის წინ
1550 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ