იტალიური მედიის ინფორმაციით, რალფ რანგნიკის სურვილია "მილანმა" "სტრასბურგიდან" მოჰამედ სიმაკანი გადაიბიროს.
19 წლის ფეხბურთელმა ფეხბურთის გრანდების ყურადღება მიმდინარე სეზონში სერიოზულად მიიქცია. მისი შეძენით "დორტმუნდი" და "ტოტენჰემიც" ინტერესდებიან.
RMC Sport გვაუწყებს, რომ "მილანმა" სიმაკანის შეძენა ზამთარშიც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
"სტრასბურგი" მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ მაშინ დაჯდება, როცა კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ახალგაზრდა მცველმა საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.