logo

"მილანს" საქმე გაურთულდა, დე პაულის 2 სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"მილანს" საქმე გაურთულდა, დე პაულის 2 სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანი" "უდინეზედან" უკვე დიდი ხანია ცდილობს არგენტინელი როდრიგო დე პაულის გადაბირებას.

25 წლის შემტევის სანაცვლოდ "როსონერიმ" "უდინეზეს" უკვე არაერთხელ მიმართა, ვერ შეთანხმების მთავარი საფუძველი მუდამ ფეხბურთელის ფასი გახლდათ.

ზაფხულში მილანელები არგენტინელის შეძენას კვლავ შეეცდებიან, თუმცა როგორც წერენ, ლომბარდიელებს სამხრეთ ამერიკელში უკვე ეცილებიან სხვა იტალიური გრანდებიც.

დე პაულის ყიდვის სურვილი "ინტერმა" და "ნაპოლიმაც" გამოთქვეს.

მიმდინარე სეზონში არგენტინის ნაკრების წევრმა "უდინეზეს" რიგებში  5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

4 თვის წინ
885 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ