logo

"მილანის" რადარზე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველი მოექცა

"მილანის" რადარზე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველი მოექცა

გადაწყვეტილი ამბავია, რომ დავიდე კალაბრიასა და ანდრეა კონტის შორის ერთ-ერთი "სან სიროს" დატოვებს. "როსონერის" მარჯვენა მცველის პოზიციაზე სტაბილური ფეხბურთელის მიწვევა აქვთ დაგეგმილი.

ლომბარდიული გრანდის რადარზე "ლიონის" განაპირა მცველი ლეო დუბოი მოექცა, რომელიც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემა "L'Equipe"-მ საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა და ამჟამად ქვეყანაში თავის პოზიციაზე საუკეთესოდ დაასახელა.

დუბოის "მილანის" გარდა სამი მსურველი ჰყავს და სამივე იტალიიდან: "ფიორენტინა", "ბოლონია" და "ნაპოლი". "ლიონი" კორონავირუსის გამო ფინანსურ კრიზისშია და მზადაა ლეო 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.

4 თვის წინ
1169 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ