logo

გალიანი: "ეს ორი ტრანსფერი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო"

გალიანი: "ეს ორი ტრანსფერი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო"

"მილანის" ყოფილმა ტექნიკურმა მენეჯერმა ადრიანო გალიანიმ "Sky Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კარიერის ორი საუკეთესო შენაძენიც დაასახელა.

"როცა "მილანი" ვიყიდეთ გუნდი ფინანსურ კრიზისში იყო, მაგრამ კლუბს ჰქონდა მნიშვნელოვანი ბაზისი. გუნდში იყვნენ ბრწყინვალე მცველები. ჩვენ დავიმატეთ შემტევი ჰოლანდიელები: გულიტი, ვან ბასტენი და მოგვიანებით რაკაარდი, რომლებთანაც ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ."

"ბევრი დიდებული ფეხბურთელი გადამიყვანია "მილანში": შევჩენკო, რონალდინიო, ვეა, ბობანი, სავიჩევიჩი და სხვები, მაგრამ ორს განსაკუთრებით გამოვარჩევდი. პირველი უკონკურენტოდ ვან ბასტენია, ხოლო მეორე ვარსკვლავბიჭუნა ბრაზილიიდან - კაკა." - განაცხადა გალიანიმ.

5 თვის წინ
1196 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ