logo

პრემიერლიგის 2 გუნდი კესის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

პრემიერლიგის 2 გუნდი კესის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პრემეირლიგის გუნდები "ვესტ ჰემი" და "ვულვზი" ფრენკ კესის სანაცვლოდ "მილანს" 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.

კესი რინო გატუზოს ფორმაციის "მილანის" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, თუმცა მისი რეგრესი მარკო ჯამპაოლოსა და სტეფანო პიოლის მწვრთნელობის პირობებში აშკარაა.

ინგლისის ჩემპიონატის გუნდები "როსონერის" ოფიციალური წინადადებით კესის თაობაზე ინავარში მიმართავენ.

ასევე ცნობილია, რომ კოტ დივუარელის შეძენით ჯენარო გატუზოცაა დაინტერესებული და მისი ხილვა "ნაპოლიში" სურს.

"მილანის" რიგებში კესიმ ყველა ტურნირზე 111 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია.

8 თვის წინ
1440 / 2
Rossonero11
user
AC_MILAN_32 20 ცოტაა ძაან 25 ან 30 მაინც გამოძალონ და გაასხმევინონ
user
AlessandroNesta AC_MILAN_32 არარის ცოტა მეგობარი შეხედე უბრალოდ იმდენად უფანტაზიოა არც სპრინტი აქვს არც პასი არც მოედნის ხედვა არც კარგი ჩამშლელია კარში ვერ ურტყამს და რომელი ერთი გითხრა არადა მისი პოზიცია მთავარია ფეხბურთში
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ